რუსთავის ცხელების ცენტრის 10 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
როგორც ცენტრში აცხადებენ, კლინიკაში ამ დროისთვის 3 ახალი პაციენტია მოთავსებული. სამივე მათგანი რუსთაველია.
პაციენტებს ადგილობრივი სპეციალისტები ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს დღის განმავლობაში აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. პასუხები COVID 19-ზე ხვალ გახდება ცნობილი.