რუსთავის ცხელების ცენტრის 3 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრის 3 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.

რუსთავის ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისთვის 1 ახალი პაციენტია მოთავსებული.

ახალ პაციენტს ადგილობრივი სპეციალისტები ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშს დღის განმავლობაში აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან.

პასუხი COVID 19-ზე ხვალ გახდება ცნობილი.