რუსთავის ცხელების ცენტრის 7 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ მოთავსებულ 7 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.

ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, ცენტრში ამ დროისთვის 2 ახალი პაციენტია მოთავსებული. ორივე მათგანი რუსთავის მკვიდრია. ადგილობრივი სპეციალისტები პაციენტებს ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშს დღის განმავლობაში აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან. მათი პასუხები “კოვიდ-19”-ზე ხვალ გახდება ცნობილი.