რუსთავის ცხელების ცენტრის ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს რუსთავის ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია რაზმაძემ დაუდასტურდა.
მისი განცხადებით, კოვიდინფიცირებული ქალი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან არის.
რაც შეეხება, დანარჩენ 5 პაციენტს, მათი ტესტის პასუხი COVID19-ზე უარყოფითია.
მაია რაზმაძის ინფორმაციით, რუსთავის ცხელების ცენტრში დღეს 7 ახალი პაციენტია მოთავსებული. შვიდივე მათგანი რუსთაველია და მათ ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს დღეს აუღებენ, პასუხები კი ხვალ გახდება ცნობილი.