რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ მოთავსებულ 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, ცხელების ცენტრში ამ დროისთვის 2 ახალი პაციენტია მოთავსებული. ადგილობრივი სპეციალისტები მათ საკვლევ ბიოლოგიურ ნიმუშებს დღის განმავლობაში აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან. ტესტების პასუხი “კოვიდ-19”-ზე ხვალ გახდება ცნობილი.