რუსთავის ცხელების ცენტრის 8 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ მოთავსებულ 8 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. 

ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, ცხელების ცენტრში ამ დროისთვის 1 ახალი პაციენტია მოთავსებული. ადგილობრივი სპეციალისტები მას საკვლევ ბიოლოგიურ ნიმუშებს დღის განმავლობაში აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან. ტესტის პასუხი “კოვიდ-19”-ზე ხვალ გახდება ცნობილი.