რუსთავის ცხელების ცენტრის 8 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ მოთავსებულ 8 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. 

ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, ცხელების ცენტრში ამ დროისთვის 2 ახალი პაციენტია მოთავსებული. ორივე მათგანი რუსთაველია.

ადგილობრივი სპეციალისტები მათ საკვლევ ბიოლოგიურ ნიმუშებს დღის განმავლობაში აიღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან. ტესტის პასუხი “კოვიდ-19”-ზე ხვალ გახდება ცნობილი.