რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ მოთავსებულ 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
როგორც ცხელების ცენტრში აცხადებენ, ცენტრში ამ დროისთვის 4 ახალი პაციენტია მოთავსებული. ეპიდემიოლგოის, მაია რაზმაძის ცნობით, ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლია, ხოლო დანარჩენი სამი რუსთავის მკვიდრია.
ადგილობრივი სპეციალისტები მათ საკვლევ ბიოლოგიურ ნიმუშებს დღის განმავლობაში აიღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან. ტესტის პასუხი “კოვიდ-19”-ზე ხვალ გახდება ცნობილი.