რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ მოთავსებულ 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
ეპიდემიოლოგის მაია რაზმაძის ცნობით, ცენტრში ამ დროისთვის 3 ახალი პაციენტია მოთავსებული. ახალი პაციენტებიდან ორი რუსთავის მკვიდრია, ხოლო ერთი სამედიცინო დაწესებულებაში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. ადგილობრივი სპეციალისტები მათ საკვლევ ბიოლოგიურ ნიმუშებს დღის განმავლობაში აიღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან. ტესტის პასუხი “კოვიდ-19”-ზე ხვალ გახდება ცნობილი.