რუსთავის ცხელების ცენტრის 8 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
ცენტრის ეპიდემიოლოგის მაია რაზმაძის ცნობით, დღეს ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ 9 ახალი პაციენტია მოთავსებული. ყველა მათგანი რუსთაველია.
ადგილობრივი სპეციალისტები მათ საკვლევ ბიოლოგიურ ნიმუშებს დღის განმავლობაში აიღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან. ტესტის პასუხი “კოვიდ-19”-ზე ხვალ გახდება ცნობილი.