რუსთავის ცხელების ცენტრის 9 პაციენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია

  რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტების ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია. როგორც Tv4-ს რუსთავის ცხელების ცენტრში განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ ცხრა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 

ცენტრის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, დღეს ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ 3 ახალი პაციენტია მოთავსებული და  ყველა მათგანი რუსთაველია.

ადგილობრივი სპეციალისტები მათ საკვლევ  ნიმუშებს დღის განმავლობაში აიღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან . პასუხები “კოვიდ-19”-ზე ხვალ გახდება ცნობილი.