რუსთავის ცხელების ცენტრის 8 პაციენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია

რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტების ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია. როგორც Tv4-ს რუსთავის ცხელების ცენტრში განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 

ცენტრის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, დღეს ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ 2 ახალი პაციენტია მოთავსებული.

ადგილობრივი სპეციალისტები მათ საკვლევ  ნიმუშებს დღის განმავლობაში აიღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან . პასუხები “კოვიდ-19”-ზე ხვალ გახდება ცნობილი.