რუსთავში, ავტოდილერებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პანდემიის პერიოდში საზღვრების ჩაკეტვამ ავტოიმპორტიორებს პრობლემები შეუქმნა, კერძოდ, ავტოდილერები უცხო ქვეყნიდან შემოსვლას ვერ ახერხებენ.
ავტოდილერები საქართველოს მთავრობისგან პასუხს ითხოვენ, გადაიწევს თუ არა იმ ავტომობილების განბაჟების ვადა, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის მაისის შემდეგ შემოიყვანეს.ავტოდილერებმა ხელისუფლებას წერილობით უკვე მიმართეს.
ცნობისთვის,უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორებს 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის პირველ მარტამდე გადაუვადდება.