რუსთავში, ივლისის თვეში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით, ცხელ ხაზზე 19 გამოძახება დაფიქსირდა

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ქვეწარმავლებთან დაკავშირებით, მერიის ცხელ ხაზზე ივლისის მონაცემებით 19 ზარი შევიდა.

მისივე ინფორმაციით, ქვეწარმავლების შესახებ მიმართვიანობა გაზრდილი არ არის და ეს რაოდენობა აღნიშნული სეზონისათვის ტიპიურია. დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ქალაქში შხამიანი ქვეწარმავალი არ დაფიქსირებულა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ყურადღებით იყვნენ და ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში მერიის ცხელ ხაზსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დარეკონ. ცენტრის ჰემრეტოლოგები ადგილზე მივლენ და აღმოფხვრიან ნებისმიერ ფაქტს, რომელიც ქვეწარმავალს ეხება. ჯანდაცვის ცენტრის ჰერმეტოლოგები საზოგადოებას პრევენციისათვის ასევე, რეკომენდაციებს მიაწოდებენ.