რუსთავის მარცხენა სანაპიროზე, 9 ლოკაციაზე გზებისა და შიდა ეზოების რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, სამუშაოები დუმბაძის, წერეთლისა და მაიაკოვსკის ქუჩებზე, ასევე, ფიროსმანის N19-ში, მშენებელთა ქუჩის N42-ში, ოდიშარიას N33, N34 და N36 ნომრებში და წმინდა ნინოს ქუჩის N2-ში შესრულდა.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე დონეცკ-მეტალურგების ქუჩასა  და გომელაურის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
და გომელაურის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
“განხორციელდა და ხორციელდება 11 ლოკაციაზე სამშენებლო სამუშაოები. 11 ლოკაციიდან 9-ზე უკვე დასრულებულია. დარჩენილია 2 ლოკაცია, სადაც უნდა მოეწყოს სანიაღვრე სისტემა და ამ ეტაპზე აქ მიმდინარეობს სამუშაოები. ეს არის გომელაურისა და ფიროსმანის დამაკავშირებელ მონაკვეთზე და დონეცკ-მეტალურგების ერთ-ერთ მონაკვეთზე, სადაც ამ ეტაპზეც მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის სამუშაოები,” – განაცხდა რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზაზა ზაზაძემ.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ჯეო გრუპი” ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 1 მილიონ 323 ათას ლარს შეადგენს.
 
		 
    








