ასოციაცია “რუსთავველოს” ორგანიზებით, დღეს, რუსთავში, ტრადიციული ველომსვლელობა გაიმართა. მსვლელობა ქალაქის შემოსასვლელიდან დაიწყო და ცენტრალური ქუჩების გავლით, რუსთავის მერიის შენობასთან დასრულდა.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ველომსვლელობება ჯანსაღი ცხოვრების და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.
მათივე თქმით, ქალაქში ველომოყვარულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და იმედს გამოთქვამენ, რომ ასოციაცია “რუსთავველოს” აქტიურობით, ეკოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელობაზე უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდება.
სპორტსმენების უსაფრთხო გადაადგილებას კონტროლს საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფდა.