რუსთავში მესხიშვილის, კოსტავასა და ფანცულაიას ქუჩებზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 674 000 ლარია.
როგორც რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ზაზაძემ Tv4-თან საუბარში აღნიშნა, ტროტუარების მოწყობა მე-12 მიკრორაიონსა და მოდებაძის ქუჩებზეც იგეგმება. პროექტი ნოემბერში დასრულდება და მისი ღირებულება 527 000 ლარს შეადგენს.