საბავშვო ბაღების მუშაობის პროტოკოლი დამტკიცდა. პროტოკოლის თანახმად, ბაღის ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება დაიწყება. დაინერგება ახალი სააღმზრდელო პროგრამა, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გაიწერა.
“ბავშვების ყოველდღიურ ტრენინგში თუ სასწავლო მასალაში უნდა შევიდეს ახალი თამაშები, რომელიც მიმართული იქნება იმ საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არის გაწერილი. ეს შეიძლება იყოს, როგორ დავაცემინოთ ისე, რომ სხვები არ დავაზიანოთ, უკონტაქტო მისალმების ხერხები, როგორიც არის ჟესტებით მისალმება და ასე შემდეგ. ასევე, უნდა იყოს შეჯიბრი ხელების სწორად დაბანაში, ბაღებში წამახალისებელი თამაშები უნდა დაინერგოს,” – ამბობს ბექა ფერაძე.
შეგახსენებთ, რომ სკოლებსა და ბაღებში პროტოკოლი 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.