სამართალდამცველი,რომელიც პატრულის ავტომობილით ბავშვს დაეჯახა, დააკავეს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, პოლიციელი დღეს დააკავეს , მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.
პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს , რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევა 30 აგვისტოს მოხდა, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.









