ქობულეთის სოფელ ხალაში დაკარგული 84 წლის ავთანდილ გვარიშვილი სამაშველო ჯგუფმა 4-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვა. კაცი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 84 წლის კაცი მდინარე დეხვის სათავის ტერიტორიაზე, ტყის მასივში იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მერი და აჭარის პოლიციის თანამშრომლები.
შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 5 აგვისტოს შევიდა, რომ ხანშიშესული კაცი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. საძიებო სამუშაოებში 97 მეხანძრე-მაშველი და პოლიცია იყო ჩართული.