საქართველოში ბოლო საათებში მესამე მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 11:31 საათზე, ქალაქ ტყვარჩელიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 12 კმ_ში, 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, ეს ბოლო 12 საათში საქართველოში მომხდარი მესამე მიწისძვრაა.

გუშინ,  თბილისის დროით 23:56 საათზე, სოფელ ფარავანთან მოხდა 3.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.  ხოლო თბილისის დროით 23:21 საათზე, ქალაქ წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ_ში, სოფელ ფარავანთან მოხდა 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.