საქართველოში გლოვის დღეა

 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა.  შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი გუშინ მოაწერა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა.