საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 1171 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა,
ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 947- ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 6588 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 323. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.