საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 216 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 996-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მობაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7166 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 282.