საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1250-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10-ით გაიზარდა და 1010-ს შეადგენს.

UPDATE: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 16 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

„ერთი გახლავთ დადასტურებული შემთხვევა გაჩიანის წყაროდან. 16 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი. ერთი გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ხუთი გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა. ერთი პაციენტი გახლავთ აფხაზეთიდან გადმოყვანილი და ერთ პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენისა და წყაროს დადგენ​​ის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 7068 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 242.