ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჯამში 1 058-ს შეადგენს.
„დღეს ქვეყანაში არის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა და სულ გვაქვს 1278 შემთხვევა. 14 ახალი შემთხვევიდან, 1 პაციენტის წყარო არის გაჩიანი, 12 პაციენტის წყარო არის ლენჯერი და 1 პაციენტი არის იმპორტირებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულებიდან მხოლოდ 4 დაგვემატა და გახდა 1058. ამ მონაცემებით 82% არის გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი, ხოლო დადასტურებულსა და გამოჯანმრთელებულს შორის მონაცემების შეფარდებით უკვე 203 პაციენტი მკურნალობს დღეს კოვიდცენტრებში. ამ 203 პაციენტში 7 პაციენტი კვლავ კრიტიკულია. გუშინ იყო 8 და ერთი შედარებით დასტაბილურდა და მძიმეთა სიაში გადავიდა. დღევანდელი მონაცემებით მძიმეთა სიაში 16 პაციენტი გვყავს.
რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, ჩვენ გუშინ გვყავდა 36 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 6 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 და დღეს გვყავს 38 დადასტურებული შემთხვევა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 708 მოქალაქე.