საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ვებგვერდის განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 306 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა ჯამში 1085-ს შეადგენს.
UPDATE: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან ექვსის წყარო ლენჯერს უკავშირდება, 11 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი შემოტანილია, ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, ხოლო სამის ინფიცრების წყარო უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტია გარდაცვლილი.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 261.