საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ვებგვერდის განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 336 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი არ შეცვლილა და კვლავ 1088 შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტია გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

„ახალი დადასტურებული შემთხევვაა 15, 2 ლენჯერის კლასტერია, 9 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 იმპორტირებული შემთხვევაა ( ორივე სატვირთო ავტომობილის მძღოლი), 2 შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1088 გამოჯანმრთელდა“, – აცხადებენ თბილისის ინფექციური საავადმყოფოში.