საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 1 341 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
UPDATE: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი ინფიცირებულის კონტაქტს წარმოადგენს, ერთი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო კიდევ ორის წყარო ჯერჯერობით უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 232 პაციენტი მკურნალობს.
„გუშინ ქვეყანაში იყო 1336 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ხუთი ახალი შემთხვევა და ამჟამად არის 1341 დადასტურებული შემთხვევა. ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი შემოტანილი, ანუ იმპორტირებული და ორ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის თვალსაზრისით. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაგვეზარდა მხოლოდ ოთხით და 1092-ს შეადგენს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსისგამ გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1092-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 7 082 მოქალაქე იმყოფება.