საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლხა.
აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 361 შემთხვევაა დადასტურებული.
UPDATE: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 10 ახალი პაციენტიდან ერთი არის „ლენჯერის კლასტერი“, 4 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 შემოტანილი შემთხვევა, 3-ის წყარო უცნობია და წყაროს დადგენის თვალსაზრისით კვლევა გრძელდება.
როგორც ეზუგბაიას თქმით, დღეს გამოჯანმრთელებული პაციენტი არ არის.
“გუშინდელი მონაცემებით, ჩვენ გვყავდა დადასტურებული 1351 შემთხვევა, კვლავ დაგვემატა 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 1361 დადასტურებული შემთხვევა. 10 შემთხვევა ასეა განაწილებული: ერთი გახლავთ ლენჯერის შემთხვევა, 4 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 შემოტანილი შემთხვევა და 3-ის წყარო უცნობია, გრძელდება კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის თვალსაზრისით. 3 აგვისტოდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ჯამში გახლავთ 182, ხოლო გამოჯანმრთელებულების გახლავთ 139. დღეს გამოჯანმრთელებულები არ გვყავს. ამ მონაცემების შეჯერებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 246 ადამიანი, ამ 246 დადასტურებული შემთხვევიდან კრიტიკულად მძიმეა 5 პაციენტი”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 1 098-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 235 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 302.