საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე  განახლდა.

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 421 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და  1137-ს შეადგენს.

დაგვემატა მხოლოდ 10 დადასტურებული შემთხვევა და გახდა 1421 შემთხვევა. ეს 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასეთი კონფიგურაციით არის: 2 პაციენტის წყარო არის ლენჯერი, 2 პაციენტის წყარო არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 5 არის იმპორტირებული შემთხვევა და მათ შორის, ერთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით. დაგვემატა მხოლოდ 5 გამოჯანმრთელებული და გახდა 1137. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი, დღევანდელი მონაცემებით, არის 80%, ხოლო ლეტალობა არის 1,20%,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.