საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილია, ორი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.
მისივე თქმით, საქართველოში დღეს კორონავირუსისგან არც ერთი პაციენტი გამოჯანმრთელებულა.
„გუშინდელი მონაცემებით, ქევყანაში გახლდათ 1 429 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა მხოლოდ შვიდი და აღნიშნული მაჩვენებელი არის 1436. ამ შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილია, მათგან ერთი სატვირთო ავტომობოლის მძღოლია, ორი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.
გამოჯანმრთელებულები დღეს არ დაგვმატებია, იყო 1 150 და იგივე მონაცემები რჩება. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი კვლავ უცვლელია, 80 პროცენტი გახლავთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 436 შემთხვევაა დადასტურებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 1 150-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.