საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევვიდან ,ორი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, სამი შემოტანილი შემთხვევაა, კიდევ სამის წყარო უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
„კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: ორის წყარო დაავადებულთან კონტაქტია, სამი შემოტანილია, სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, კიდევ სამ შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით“, -განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 455 შემთხვევაა დადასტურებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 6-ით გაიზარდა 1 196-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5943 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი.