საქართველოში კორონა ვირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 394 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და ამჟამად 1 132-ს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად არის 1394 დადასტურებული შემთხვევა. ეს 9 შემთხვევა ასეთი განაწილებითაა, 4 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 1 არის სამედიცინო პერსონალი, 3 არის შემოტანილი შემთხვევა და ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით, რომ დადგინდეს წყარო. ახალი დადასტურებული შემთხვევების ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე და არც კრიტიკულია. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 4-ით გაიზარდა და გახდა 1132,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.