15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, შესაბამისად, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება საბავშვო ბაღები, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეტაპობრივი მიდგომა მობილობის შესამცირებლად არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.
ჩვენ ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ უმაღლეს სასწავლებლებთან, რომლის შესახებაც მიღებულ გადაწყვეტილებას ეტაპობრივად მოგაწოდებთ“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
Tv4 დაინტერესდა , რამდენად მზად არის რუსთავის ბაგა-ბაღების ფილიალები ახალი სასწავლო წლის დასაწყებად.
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, “კოვიდ 19”-თან ბრძოლის ფარგლებში ,სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესასრულებლად რუსთავის ყველა საბავშვო ბაღის ფილიალში შესაბამისი ღონისძიებები უკვე გატარდა.
ეკა ხუციშვილის განცხადებით, ქალაქის მასშტაბით არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ბავშვების მისაღებად მზადაა.