UPDATE: პაციენტს ოპერაცია რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, დავით გოგოძეს ინფორმაციით, პაციენტი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმი ოპერაციული ჩარევის განმეორებით საჭიროებას არ გამორიცხავს.
რუსთავში, სააკაძის ქუჩის #2-ის საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
მამაკაცი უგონო მდგომარეობაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე,დავით გოგოძემ TV4-ს განუცხადა, 64 წლის მამაკაცი მძიმე საოპერაციო მდგომარეობაშია. ვარდნის შედეგად პაციენტს, ჩამტვრეული აქვს ძვლები და დაზიანებული აქვს თავის ქალა. ექიმები მას დახმარებას ამ წუთებში უწევენ.
როგორც TV4-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.









