სკვერში ავტომანქანა შევარდა – დაშავდა ერთი ადამიანი

ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სკვერში მყოფ გოგონას დაეჯახა – შემთხვება თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მოხდა.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შეთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.