სოფელ ნაგებში მამაკაცის საძიებო სამუშაოები დაიწყო(+ფოტო)

გარდაბნის სოფელ ნაგებში  სამართალდამცველებმა და მაშველებმა საძიებო სამუშაოები დაიწყეს.  Tv4-ის ინფორმაციით, სარწყავ არხში 35 წლამდე მამაკაცი ჩავარდა,რომელიც მეთევზეა. 

სამართალდამცველებმა  ტერიტორია ლენტით შემოსაზღვრეს. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში Tv4-ს განუცხადეს, ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობით ,ორი სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული.  საძიებო სამუშაოებში ჩართულები არიან მყვინთავებიც. 

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც.