სოფელ ნაგებში,არხში დაკარგული მეთევზის ცხედარი იპოვეს(+ფოტო)

გარდაბნის სოფელ ნაგებში სამართალდამცველებმა და მაშველებმა, საძიებო სამუშაოების შედეგად ,არხში დაკარგული მეთევზის ცხედარი იპოვეს. 

35 წლამდე მეთევზეს,რომელიც სარწყავ არხში ჩავარდა, მაშველები და მყვინთავები დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში ეძებდნენ. 

საძიებო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მყვინთავები.