ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მამაკაცს იმ დროს ესროლეს, როდესაც იგი საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მამაკაცი ტყიბულის საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ცხედარს ექსპერტიზა ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.