უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

19 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 14-17 აგვისტოს +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 14-15 აგვისტოს +26, +31 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს შედარებით აგრილდება და ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 18 აგვისტოდან ისევ +26, +31 გრადუსამდე დათბება.” – აცხადებენ სინოპტიკოსები.