უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

 25-26 აგვისტოს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 27-28 აგვისტოს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება. 29-31 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.