ურეკში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ურეკში ახალგაზრდა მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ ეძებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ 15 აგვისტოს ურეკში, ორ ახალგაზრდა მამაკაცს ესაჭიროებოდა დახმარება, რომლებიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

მაშველებმა ერთის გამოყვანა შეძლეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა.

საძიებო სამუშაოებში ჩართულია 17 მაშველი, ოთხი მყვინთავი, ექვსი მცურავი საშუალება, მათ შორის ერთი ექოლოტი, რომლიც ახდენს ფსკერის სკანირებას და ასევე დრონი, – აცხადებენ უწყებაში.