ურეკში ზღვაში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ურეკში, ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, 15 აგვისტოს ორი ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში საბანაოდ შევიდა, რამდენიმე ხანში კი მათ დახმარება ითხოვეს. სამაშველო სამსახურმა ერთ-ერთი მათგანის გამოყვანა შეძლო, ხოლო მეორეს ცხედარი გუშინ გვიან საღამოს იპოვეს.

„საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 17 მაშველი, ოთხი მყვინთავი, ექვსი მცურავი საშუალება, მათ შორის ერთი ექოლოტი, რომელიც ახდენდა ფსკერის სკანირებას და ასევე დრონი“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.