“ქართული ოცნების” ლიდერებმა განახლებული კოსტავას გამზირი დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთავში, მერაბ კოსტავას განახლებული გამზირი დაათვალიერეს.


რუსთავში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო.

ქუჩაზე არქიტექტურული სტილის შენარჩუნებით არის აღდგენილი ფასადები, გამოცვლილია ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია და წყალარინების სისტემა. სრულად შეცვლილია ასფალტის საფარი, მოპირკეთებულია ტროტუარები. მოწყობილია გარე განათების ენერგოეფექტური ქსელი, შუა გამყოფ ზოლზე – რეკრეაციული სივრცე, ასევე, ველობილიკები. დახაზულია საპარკინგე ზონები და გადასასვლელები.