რუსთაველ აქტივისტთა ჯგუფი „გავიგუდეთ“ ქარხნების ტურს რუსთავის საწარმოო ზონაში უკვე რამდენიმე დღეა აწყობს.
ტური საინფორმაციო ხასიათისაა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამჯერად რუსთაველმა ეკოაქტივისტებმა ტური მედიის წარმომადგენლებისთვის გამართეს. ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ყველა საწარმო დაათვალიერეს.
თუმცა, როგორც ჯგუფის წევრები აცხადებენ, განსაკუთრებული ყურადღება იმ საწარმოებს ეთმობა, რომლებიც ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას ყველაზე მეტად აზიანებენ.
მათივე განცხადებით, ქარხნების ტურის მიზანია, რომ მოქალაქეებმა საკუთარი თვალით ნახონ რა ხდება რუსთავის საწარმოო ზონაში და უკეთესად გაიაზრონ ქალაქში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა.