„ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
30 მაჟორიტარული ოლქიდან პარტიამ კანდიდატები 16 ოლქში დაასახელა.
რუსთავში კანდიდანტად პარტიამ ირმა ნადირაშვილი წარადგინა, ხოლო მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქში “ევროპულმა საქართველომ” – აჰმედ იმამკულიევი წარადგინა.
რეგიონების მასშტაბით, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან:
თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – ზურაბ ჭიაბერაშვილი;
გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი – გიორგი ღვინიაშვილი;
ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი – არსენ კარაპეტიანი;
ქუთაისის საარჩევნო ოლქი – ოთარ კახიძე;
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი – სერგო რატიანი;
ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი – გიგი წერეთელი;
სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი – აკაკი ბობოხიძე;
ზუგდიდის საარჩევნო ოლქი – გიგი უგულავა;
ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი – გიგა ბოკერია;
აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი – ლელა ქებურია;
ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი – ხათუნა გოგორიშვილი;
ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი – ტარიელ ნაკაიძე.
რაც შეეხება დედაქალაქს, ვაკის საარჩევნო ოლქში კენჭს იყრის ელენე ხოშტარია, ხოლო მთაწმინდა – კრწანისის ოლქში კანდიდატი იქნება შალვა შავგულიძე.