ქვემო ქართლის რეგიონში სიჩქარის კონტროლის 16 ახალი სექცია ამოქმედდა

ქვემო ქართლის რეგიონში სიჩქარის კონტროლის 16 ახალი სექცია ამოქმედდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  2020 წლის 21 აგვისტოდან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“,საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის, თეთრი წყაროს, ქ. რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 16 (თექვსმეტი) ლოკაციაზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 16 (თექვსმეტი) სექცია ამოქმედდა. 

ლოკაციების ჩამონათვალს Tv4 უცვლელად გთავაზობთ:

1. მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-3 კილომეტრიდან

(თბილისის გასასვლელი ფონიჭალა), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო

გზის მონაკვეთის მე-11 კილომეტრმდე (თელეთი). (ნებადართული სიჩქარე 70

კმ/სთ).

2. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-11

კილომეტრიდან (თელეთი), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის

მონაკვეთის მე-15 კილომეტრამდე (კუმისი). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

3. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-15

კილომეტრიდან (კუმისი), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის

მონაკვეთის მე-19 კილომეტრამდე (თეთრი წყაროს გადასახვევი). (ნებადართული

სიჩქარე 70 კმ/სთ).

4. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-19

კილომეტრიდან (თეთრი წყაროს გადასახვევი), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის

საავტომობილო გზის მონაკვეთის 26-ე კილომეტრამდე (მარნეული 9 მაისის ქუჩა).

(ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ).

5. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის

26-ეკილომეტრიდან (მარნეული 9 მაისის ქუჩა), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის

საავტომობილო გზის მონაკვეთის 29-ე კილომეტრამდე (მარნეული ბარათაშვილის

ქუჩა). (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

6. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის 29-ე

კილომეტრიდან (მარნეული ბარათაშვილის ქუჩა), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის

საავტომობილო გზის მონაკვეთის 26-ე კილომეტრამდე (მარნეული 9 მაისის ქუჩა).

(ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

7. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის 26-ე

კილომეტრიდან (მარნეული 9 მაისის ქუჩა). ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის

საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-19 კილომეტრამდე (თეთრი წყაროს

გადასახვევი). (ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ).

8. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-19

კილომეტრიდან (თეთრი წყაროს გადასახვევი), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის

საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-15 კილომეტრამდე (კუმისი). (ნებადართული

სიჩქარე 70 კმ/სთ).

9 ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-15

კილომეტრიდან (კუმისი), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის

მონაკვეთის მე-11 კილომეტრამდე (თელეთი). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

10. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მე-11

კილომეტრიდან (თელეთი), ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის

მონაკვეთის მე-3 კილომეტრამდე (თბილისის გასასვლელი ფონიჭალა).

(ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

11. თბილისის შემოვლითი გზის 41-ე კილომეტრიდან (სოფ. გამარჯვება),

თბილისის შემოვლითი გზის 48-ე კილომეტრამდე (სოფ. გაჩიანი). (ნებადართული

სიჩქარე 70 კმ/სთ).

12. თბილისის შემოვლითი გზის 48-ე კილომეტრიდან (სოფ. გაჩიანი), თბილისის

შემოვლითი გზის 41-ე კილომეტრამდე (სოფ. გამარჯვება). (ნებადართული სიჩქარე

70 კმ/სთ).

13. თბილისის შემოვლითი გზის 34-ე კილომეტრიდან (ლოჭინის კვანძი) თბილისის

შემოვლითი გზის 41-ე კილომეტრამდე (სოფ. გამარჯვება), (ნებადართული სიჩქარე

70 კმ/სთ).

14. თბილისის შემოვლითი გზის 41-ე კილომეტრიდან (სოფ. გამარჯვება),

თბილისის შემოვლითი გზის 34-ე კილომეტრამდე (ლოჭინის კვანძი). (ნებადართული

სიჩქარე 70 კმ/სთ).

15. ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირიდან (შ.რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ),

მეგობრობის გამზირისა და ზ.ფალიაშვილის ქუჩის კვეთამდე. (ნებადართული

სიჩქარე 50 კმ/სთ).

16. მეგობრობის გამზირისა და ზ.ფალიაშვილის ქუჩის კვეთიდან რუსთავი,

მეგობრობის გამზირამდე. (შ.რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ) რუსთავი,

(ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ).

უწყების ცნობით, სულ საქართველოს მასშტაბით სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 1097 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.