ქვემო ქართლში 26 ახალი საწარმო ამოქმედდა, 161 კი გადაიარაღდა – სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლში 26 ახალი საწარმო ამოქმედდა, 161 კი გადაიარაღდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ახალ საწარმოებში, ჯამურად, 40 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 1 300-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 225 ახალი საწარმო ამოქმედდა, სადაც 10 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა.