„ღია ეთერის“ სპეციალური გამოშვება TV4-ზე 04-08-2020 (+ვიდეო)

„ღია ეთერი TV4-ზე“ – საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;

მეორე დღეა გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა;

რუსთავის ცხელების ცენტრის 11 პაციენტს “კოვიდ-19” არ დაუდასტურდა;

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ღია ცის ქვეშ, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის ეზოში,​ სპექტაკლის “შექსპირბადე” პრემიერა გაიმართება; 

გადაცემის მეორე ბლოკში: პანდემია და ტურისტული სექტორი – საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. რა პრობლემების წინაზე აღმოჩნდნენ სფეროში დასაქმებული ადამიანები და რას ითხოვს ასოციაცია სახელმწიფოსგან – თემაზე “ღია ეთერის” კითხვებს”ახალგაზრდა გიდების ასოციაციის” თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი პასუხობს;

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს იმ მოთხოვნების დასადგენად, რომელთა შესრულება სკოლებსა და ბაღებს მოუწევთ. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ფერაძის თქმით, საუბარია როგორც პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაზე, ასევე იმ ფართობის განსაზღვრაზე, სადაც მოსწავლეები დაიშვებიან;

.

📢#გადაცემა "ღია ეთერი" მარიამ ხვედელიძესთან ერთად📢პანდემია ქვემო ქართლის რეგიონში – COVID19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები📢გადაცემის სტუმარი: "ახალგაზრდა გიდების ასოციაციის" თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი

Geplaatst door TV4.ge op Dinsdag 4 augustus 2020